"ოჯახში ინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი" - ნინოწმინდაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩავიდა 

გამოქვეყნდა:

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას თქმით, ისინი პანსიონში არსებული მდგომარეობის შესაფასებლად და სამომავლო გეგმების განსახილველად ჩავიდნენ.

ბარკალაიამ თქვა, რომ პანსიონიდან ბავშვების გადაყვანის პროცესი მათთვის უმტკივნეულო უნდა იყოს, ამიტომ ამ პროცესში ჩართული არიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე საერთაშორისო პარტნიორები.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, პანსიონში ბავშვების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"ოჯახში ინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი, აუცილებელია ეს პროცესი იყოს ასე ვთქვათ, კარგად დაგეგმილი, რომ პირველ რიგში ბავშვის მზაობა იყოს, ოჯახის მზაობა იყოს და რა თქმა უნდა, პროფესიონალების ჩართულობაა ამაში საჭირო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვერდით დგანან საერთშორისო პარტნიორები და ჩვენ ერთობლივად ვიზრუნებთ, რომ როგორც აქ, ასევე თვითონ გადაყვანის პროცესი იყოს, პირველ რიგში ბავშვებისთვის უმტკივნეულო.

მუშაობენ სოციალური მუშაკები და სახელმწიფო ზრუნვის წარმომადგენლები, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მათ შორის 24 -საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე, შემიძლია ცალსახად განგიცხადოთ, რომ აქ ბავშვების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება",-თქვა მან.

დღესვე, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ნინოწმინდის პანსიონზე განცხადება გააკეთა და თქვა, რომ პანსიონის ყოფილ და მოქმედ ბენეფიციარებზე ზეწოლა ხორციელდება, რათა ძალადობის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ჩვენება არ მისცენ.

ნინოწმინდის ბავშთა პანსიონიდან ბავშვების გაყვანის პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა. ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი