COVID 19-ის დადასტურებული შემთხვევები ხუთით, გამოჯანმრთელებულთა კი 11-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში ახალი კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ხუთით გაიზარდა და 652-ს შეადგენს.

გაზრდილია გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობაც და 383-ია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ხუთივე ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

როგორც ეზუგბაია ამბობს, ხუთივე პაციენტი საკარანტინე ზონიდან გადაიყვანეს საავადმყოფოში. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, მათთან ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ.

რაც შეეხება, საავადმყოფოში მოთავსებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მათთან მყოფი ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

მძიმე პაციენტების სტრუქტურაც შეგვეცვალა, ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც სტაბილური სიტუაციაა, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებ. მძიმე პაციენტი აღარ გვყავს, ძირითადი პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან, - ამბობს ეზუგბაია.

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში ახალ კორონავირუსზე 45 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის, შვიდი არასრულწლოვანია.

გვყავს ერთი ახალი პაციენტი, რომელიც გადმოყვანილია მცხეთის საავადმყოფოდან, გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. როგორც იცით, გადმოყვანილია ცხინვალიდან, მამაკაცია 60 წელს ზემოთ ასაკის, მისი მდგომარეობა არის საყურადღებო, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 652
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 383
  • მათ შორის გარდაცვლილი - 11
  • კარანტინის რეჟიმში - 4246
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 394
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი