
როცა ადამიანი ამბობს, რომ 20 ივნისს პარლამენტში ვერავინ ვნახეთ და კურდღლებივით გაიქცნენ, როცა ზვიად ძიძიგურის მაშინდელი კაბინეტი სავსე იყო დეპუტატებით და თავის უწყებასთან კომუნიკაცია მეორე ოთახში გასვლით უწევდა, იმდენი ხალხი იყო იმ ოთახში, ჩემი აზრით, ეს არის უკვე დიაგნოზი, იმ ბორდინგის და იმ ინტერვიუს შესაფასებლად.
თუკი ოდნავ მაინც იცნობ ქართული ოცნების შიდა სამზარეულოს და გინდა მას ზიანი მიაყენო, პირველ რიგში უნდა დაარტყა ირაკლი კობახიძეს
ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, რომელმაც ყოფილ თანაგუნდელებს კურდღლები უწოდა და თქვა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, აქციის დარბევის ღამეს ისინი პარლამენტში არ იმყოფებოდნენ.