საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით ამბობს,რომ პროექტი არსებული პირობებით არ გაგრძელდება და ის ჰესის მშენებლობის საკითხზე აქტიურად მუშაობს.
ეს პროექტი და ეს პრობლემა მემკვიდრეობით დამხვდა. მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე აქტიურად ვმუშაობ. იმ პირობებით, რა პირობებითაც არის ახლა ეს პროექტი, ის პირობები, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 100 წელი და ა.შ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი პირობებით არ გავაგრძელებთ პროექტს. ჩვენ ინვესტორს ველაპარაკებით და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ინვესტორს დავითანხმებთ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო ინტერესებზე რომ წამოვიყვანოთ და კიდევ უფრო უკეთესი პირობებით ავაშენოთ ჰესი, რომელიც იქნება საუკეთესო ინტერესების გამტარებელი ჩვენი მოსახლეობისთვის, მათ შორის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოქალაქეებისთვის“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნამახვანჰესისი მშენებელ კომპანია "ენკას" სამშენებლო და საექსპორტო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივდა. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფო ამ 1 წელს პროექტის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.
"ამ 12 თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ პროექტი გავაუმჯობესოთ. ექსპერტები უკვე მუშაობენ, 150-მდე სხვადასხვა ექსპერტულმა ორგანიზაციამ გაიწვია ის კვლევები, რომლებიც ჩვენ ერთი თვის წინ გამოქვეყნებული გვქონდა. ახლა ველოდებით მათგან შემოხმიანებას, რომ რა აღმოაჩინეს ისეთი, რაც დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. ყოველ შემთვევაში კაშხალი და მისი მშენებლობა არ დაიწყება მანამ, ვიდრე ყველა არ დარწმუნდება, რომ ეს ნაგებობა განსაკუთრებით უსაფრთხოა",-თქვა ნათია თურნავამ.