ფოთში, ზღვაში 26 წლის ბიჭს ეძებენ

გამოქვეყნდა:

ფოთში, ზღვაში 26 წლის ბიჭს ეძებენ. ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ბიჭი ზღვაში მალთაყვას სანაპირო ზოლზე შევიდა. შემთხვევის თვითმხილველები მისი მეგობრები არიან. ამბობენ, რომ უამინდობა იყო, ზღვა ღელავდა და სანაპიროზე მხოლოდ პიკნიკის მიზნით გავიდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭი ნასვამი იყო და დინებამ მეგობრების თვალწინ გაიტაცა.

სამაშველო სამსახურს მისი გაუჩინარების ადგილი სწორედ მეგობრებმა მიუთითეს. სამძებრო სამუშაოები უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს და შებინდებამდე გაგრძელდება. თუ ახალგაზრდა ბიჭი ვერ იპოვეს, მისი ძებნა ხვალ დილიდან განახლდება.

 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი