ნინოწმინდის ბავშვებისთვის - 13 ივნისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორების თქმით, პარლამენტთან სიმბოლურად იმ პეტიციას დატოვებენ, რომელსაც 1-ელ ივნისს ხელი მოაწერეს.
აქტივისტები სახელმიწიფოსგან მოითხოვენ:
"ნინოწმინდის პანსიონში ისევ რჩება 28 ბავშვი. სახელმწიფომ არ შეასრულა არც გაეროს ბავშვთა დაცვის კომიტეტის მოთხოვნა და არც თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინება, რომელშიც მოსამართლე გარკვევით მოითხოვს, დაუყონებლივ მოხდეს ყველა ბავშვის პანსიონიდან გაყვანა.
ამის ნაცვლად, ბოლო დღეებია ვხედავთ საშინელ ზეწოლას საპატრიარქოს მხრიდან, როგორც ყოფილ, ისე ამჟამინდელ ბენეფიციარებზე. იქ დარჩენილი ბავშვებისთვის, მიმდინარე ქაოსური პროცესი არის საშინელი ფსიქოლოგიური წნეხი",- ნათქვამია განცხადებაში.
აქციას ასევე უერთდებიან:
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის პროცესი გრძელდება. პროცესი 6 ივნისიდან, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ PHR-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
ორგანიზაცია პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვდა. საპატრიარქო, სარჩელის გასაჩივრებას აპირებს.