ქვეყანას რომ აღარ აქვს ეროვნული უსაფრთხოება ამაში, ანალიტიკოსები ჰასან ხალიტოვის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
როგორ ახერხებენ დაქირავებული მკვლელები და უცხო სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეცსამსახურების წარმომადგენლები შემოსვლას? ამ კითხვამ უმრავლესობის ნაწილი გააღიზიანა.
იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა კი ხალიტოვის ისტორიას გვერდი აუარა, თუმცა თქვა, რომ ქვეყანაში "ქართული ოცნების" დამსახურებით, მშვიდობაა.
გიორგი გაბუნიას საქმის მთავარი მოწმე მთავარ არხთან ყვებოდა, რომ კადიროვის მხრიდან საფრთხე ახლაც ემუქრება და სწორედ მის მოსაწამლად შემოვიდა საქართველოში დაქირავებული მკვლელი. ეს ფაქტი ოპოზიციას ბევრ კითხვას უჩენს.
მათ არც იმის იმედი აქვთ, რომ საგამოძიებო უწყება იმ ადამიანის დაკავებას შეძლებს, რომელიც საქართველოში ჰასან ხალიტოვის მკვლელობის მიზნით შემოვიდა.