ცესკო-ს 2022 წლის ბიუჯეტი 30.7 მილიონი ლარი იქნება

გამოქვეყნდა:

პარლამენტმა საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 

საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა. 

„2022 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 30 მლნ 7 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ბიუჯეტი - 17 მლნ 589 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

რაც შეეხება საკანონმდებლო ორგანოს დაფინანსებას, კოვზანაძის თქმით, ის უცვლელი რჩება და 53 მლნ 696 ათას ლარს შეადგენს.

პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი