საქართველოს პრეზიდენტი მონაკოშია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი მონაკოს სამთავროს პრინცს შეხვდა და საქართველოში მოიწვია.
ზურაბიშვილმა პრინცთან შეხვედრისას განიხილა პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები.
საუბარი შეეხო ასევე, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და ბიომრავალფეროვნების თემებს.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის განვითარებისა და გაღრმავების საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით განიხილეს მონაკოდან სომალიების საქართველოში ჩამოყვანის საკითხი, რომლის ინიციატივითაც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა.
სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს, ჯოელ ბუზუსაც შეხვდა.