ბათუმში, გორგილაძისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.