ძაღლი, კატა, კურდღელი, თაგვი - ცხოველების მიერ, მაისში დაკბენილი ადამიანები

გამოქვეყნდა:

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მაისის თვეში, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დადორბვლა-დაკაწვრის 279 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან აბტირაბიული მკურნალობა ჩაუტარდა 269 პირს.

შემთხვევების უმრავლესობა ძაღლებსა და კატებზე მოდის, თუმცა ფიქსირდება სხვა შინაური და გარეული ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტებიც.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მონაცემებით, შემთხვევები ცხოველების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ძაღლი, რომლის პატრონის იდენტიფიცირებაც მოხდა - 192 შემთხვევა;
  • მიუსაფარი ძაღლი - 10 შემთხვევა;
  • კატა, რომლის პატრონის იდენტიფიცირებაც მოხდა - 64 შემთხვევა;
  • მიუსაფარი კატა - 12 შემთხვევა;
  • კურდღელი - 2 შემთხვევა;
  • თაგვი - 1 შემთხვევა;

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი