აქტივისტები, რომლებმაც დღეს "გალერეა თბილისიდან" ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, საპროტესტო წარწერებიანი ფურცლები გადმოყარეს, დააჯარიმეს.
ინფორმაციას აქციის ერთ -ერთი ორგანიზატორი ნატა ფერაძე ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აქტივისტები 80 ლარით, გარემოს დანაგვიანებისთვის დააჯარიმეს.
"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" - ამ წარწერებით საპროტესტო პერფორმანსი დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაშიც შედგა