ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო ფონიჭალაში - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო ფონიჭალაში - ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა, რის შემდეგაც სატვირთო ამობრუნდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულები სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში mtavari.tv-ის უთხრეს, გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო.

შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი