ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან - IDFI ახალ კანონზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები კარდინალურად ცვლის საქართველოს კიბერუსაფრთხოების სისტემას და შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს - ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებაში, რომელსაც ის ახალ კანონთან დაკავშირებით ავრცელებს.

IDFI წერს, რომ ცვლილებები „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” კანონში, წინააღმდეგობაში მოდის ევრო დირექტივის ცალკეულ მოთხოვნებთან.

ახალი კანონით, OTA-ს ეძლევა შესაძლებლობა, გააჩნდეს პირდაპირი წვდომა საკანონმდებლო, აღმასრულებელი თუ სასამართლო ხელისუფლების, ასევე სატელეკომუნიკაციო სექტორის ინფორმაციულ სისტემებზე და არაპირდაპირი წვდომა სისტემებში დაცულ პერსონალურ და კომერციულ ინფორმაციაზე. ძალოვან უწყებას ეძლევა შესაძლებლობა, ჰქონდეს წვდომა პერსონალურ მონაცემებთან, რამდენადაც, ნორმათა ბუნდოვანება აჩენს პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერად და არაპროპორციულად დამუშავების რეალურ საშიშროებას. - ნათქვამია IDFI-ს განცხადებაში.

 IDFI-ს განცხადება სრულად.

პარლამენტმა კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით გუშინ დაამტკიცა. ცვლილებებს მესამე სექტორის მხრიდან მკაცრი კრიტიკა გუშინვე მოჰყვა.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი