ხელჩართული ჩხუბი და მოზარდების დაპირისპირება თბილისის ცენტრში. გვიან ღამით წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ჩხუბში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ რომლებიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას სისხლის კვალიც შენიშნეს.
ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა.