ქუთაისის ნაწილს შუქი არ აქვს - პარალიზებულია მაღაზიები, მერია, გამორთულია შუქნიშნები

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნაწილში კომერციული ობიექტები პარალიზებულია. ქალაქის 40 ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება. დენი არ მიეწოდება არც ქუთაისის მერიას. 

ობიექტებს, რომლებსაც გენერატორი აქვთ, მუშაობა განაახლეს, ხოლო ვისაც არ აქვს, იძულებულია კლიენტს უარი უთხრას, რადგან მომხმარებელს სალარო აპარატიდან  ე.წ ჩეკს ვერ უწერენ.

შუქის გამორთვის გამო ქალაქში მოძრაობაც პარალიზებულია, რადგან არ მუშაობს შუქნიშნები.

"ენერგო პრო ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ წერეთლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ელექტროენერგია 18:00 საათზე ჩაირთვება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი