ცესკო-ში იმიტირებული არჩევნები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ცესკო-ში იმიტირებული არჩევნები ტარდება. კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების საკითხებზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის ორგანიზებით მიმდინარეობს.

ცესკოს ცნობით, იმიტირებული არჩევნებისთვის შეიქმნა საუბნო საარჩევნო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ცესკოს, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით. კენჭისყრას აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები

საარჩევნო პროცედურების - ამომრჩევლის რეგისტრაციის (იდენტიფიცირების), ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრა 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 822 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი