ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სატვირთოს გაუმართაობა გახდა. არსებული ინფორმაციით, ორთაჭალაში მომხდარის დროს დაღუპული სწორედ სატვირთოს მძღოლია.
შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია 1 და დაშავებულია 8 ადამიანი. დაზიანებულია 5-მდე მანქანა.
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.
ავტოკატასტროფა "ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. დაშავებულების შესახებ განცხადებას სამედიცინო დაწესებულება გააკეთებს.