კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" 4 პაციენტი მკურნალობს. როგორც კლინიკის დირექტორი ამბობს, ზოგი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
"ამ წუთას ჩვენთან კლინიკაში მკურნალობს 5 ადამიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ შემოვიდა ჩვენთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ამ ხუთი ადამიანიდან 1 სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების შედეგად გარდაიცვალა. დანარჩენი 4-დან ზოგი მათგანის მდგომარეობა არის მძიმე, ზოგის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის", - ამბობს, "ნიუ ჰოსპიტალსის" დირექტორი, გიორგი რამიშვილი.
ავტორი: საბა ბუაძე