2 დაღუპული, 4 დაშავებული, მათ შორის ბავშვი | კრწანისის ქუჩაზე ავარიის მსხვერპლი გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ავარია კრწანისის ქუჩაზე - ამ დრომდე ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები მუშაობენ. 

კრწანისის ქუჩაზე ავარიის შედეგად, ორი პირი გარდაიცვალა. კლინიკაში ამ დრომდე რჩება 4 დაშავებული, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმატოლოგმა ალექსანდრე მხარგრძელმა მედიასთან ისაუბრა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ სატვირთოს გაუმართაობა გახდა. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებულებიდან, კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალში" 3 პაციენტი მკურნალობს. როგორც მანამდე კლინიკის დირექტორმა თქვა, ზოგი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი