თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ესპანეთის 9 მოქალაქე უშედეგოდ ელოდება მადრიდში გაფრენას.
უკვე 9 საათია ისინი აეროპორტში საკუთარ რეისს ელოდებიან და ამბობენ, რომ კომპანია მათ პასუხს არ სცემს.
"პეგასუსი" შეფერხების ერთ-ერთ მიზეზად უამინდობას ასახელებს. ასევე მათი ინფორმაციით, მგზავრები ვეღარ უსწრებდნენ ტრანზიტულ რეისს და აღარ მოისურვეს სტამბულში გაფრენა. მათივე თქმით, მგზავრებმა სხვა აიავკომპანიის ბილეთები შეიძინეს და მათი ბილეთები დააბრუნეს.