"დახურვაზე არ არის საუბარი" - ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონზე

გამოქვეყნდა:

დახურვაზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები - ასე უპასუხა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დახურვასთან დაკავშირებულ კითხვას. 

ჯაღმაიძის თქმით, დღეს შეხვედრა საპატრიარქოში მათი ინიციატივით შედგა. 

"ჩვენ ვისაუბრეთ ბოლო დროს შექმნილ სირთულეებზე, რაც ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლთან იყო დაკავშირებული, არამხოლოდ ამ ბავშვთა სახლთან დაკავშირებით, არამედ  ზოგადად პრინციპზე, რომელიც გულისხმობს, რომ თანამედროვე სტანდარტები უნდა იყოს გათვალისწინებული. ძალიან  პოზიტიური იყო ეკლესიისთვის აქ გამართული დიალოგი და დისკუსია.

მივაღწიეთ ერთსულოვნებას, რომ ბავშვთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იქნას ყველა საკითხი გადაწყვეტილი. ჩვენ ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს ზედმეტი უტრირება ნებისმიერი პრობლემისა, ნებისმიერი გადაცდომისა, რომელიც შეიძლება ჩვენ შეგვხვდეს, მათ შორის, ბავშვთა სახლთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, მთელმა საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ ბავშვების ინტერესი არის პირველ რიგში ის, რომ რეალურად შევხედოთ პრობლემებს, არ მოხდეს უტრირება და პოლიტიკური ნიშნით ამგვარი პრობლემების გამოყენება, რომ ბავშვის პრობლემები არ გადაიფაროს რაიმე სხვა პრობლემებით. 

დახურვაზე არ არის საუბარი, აქ საუბარი არის, რომ დროთა განმავლობაში მოხდეს იმ სტანდარტებზე მოყვანა, რომელსაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტები",-  თქვა ანდრია ჯაღმაიძემ

ცნობისთვის, შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრას  ევროკავშიორის ელჩი, ჯანდაცვის სამინისტრო და ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი