"რკინის ჯოხითაც მცემეს... ტირილის გამო კაბა ჩამაცვეს" | ძალადობა საპატრიარქოს ფერიის ბავშვთა სახლში

გამოქვეყნდა:

ძალადობა ფერიის ბავშვთა მონასტერში - 21 წლის ლუკა სარალიძე გვიყვება, როგორ დაუნდობლად ექცეოდნენ მას წლების უკან აღსაზრდელები, როგორი სასტიკი მეთოდებით სჯიდნენ გადაცდომებისთვის - ის მხოლოდ 4 წლის იყო, როდესაც პანსიონში მოხვდა. 

ლუკა ამბობს, რომ მას ურტყამდნენ, ისე, რომ სისხლიც კი წამოსვლია; მყარი საგნებით სცემდნენ, რკინის ჯოხითაც კი; აიძულებდნენ მკაცრად ემარხულა, ზოგჯერ, დღეების განმავლობაში ბავშვი მხოლოდ პურზე და წყალზე ჰყავდათ; აიძულებდნენ ასობით მეტანია შეესრულებინა - ვინ დათვლის, წლების განმავლობაში რამდენი ათასი დაჩოქვა აქვს ლუკას შესრულებული სასჯელის სახით. 

"პოსტ ფაქტუმის" ჟურნალისტები მივიდნენ ფერიის პანსიონში, სადაც ისინი თავისუფლად შეუშვეს და საცხოვრებელიც დაათვალიერებინეს. ჩანს, რომ სახლი ძალიან მოწესრიგებულია, სისუფთავეა, ჩანს, რომ პანსიონის მეპატრონეები ზრუნავენ ბავშვებისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. ვიზუალური ეფექტი ძალიან დადებითია და ერთი შეხედვით, შესაძლო ძალადობაზე სულაც არ გაფიქრებინებს. 

საინტერესოა, რომ აღმზრდელები არ უარყოფენ, რომ ლუკას ფიზიკური დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ ამბობენ, რომ ბავშვს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და თვითდაზიანებებს იყენებდა. 

ლუკა ახლა ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - გარდა იმისა, რომ მას ფსიქიკურ აშლილობას აბრალებენ, სიუჟეტი ჯერ არ გასულა ეთერში და ახალგაზრდაზე უკვე დაიწყო საშინელი ზეწოლა: მისი მობილური არ ჩერდება, მას ურეკავენ, წერენ და საყვედურობენ, რატომ გაამხილა აღსაზრდელების შესახებ ასეთი მძიმე ისტორიები. 

ნახეთ, რა მოუყვა ჩვენს ჟურნალისტებს ლუკამ - ლაშა ნაკაიძის და გურანდა ავალიანის რეპორტაჟი: "ძალადობა ფერიის ბავშვთა პანსიონში"

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი