ცხოვრება მანქანაში | თაღლითური სქემის მსხვერპლმა ყველაფერი დაკარგა, სახლიც, სამსახურიც და ოჯახიც

გამოქვეყნდა:

თაღლითური სქემა, რომლითაც მოტყუებული ადამიანებისგან მილიონობით ლარი მიითვისეს - მათ თანხებს ადებინებდნენ, არწმუნებდნენ, რომ ამ თანხებით ვაჭრობა საერთაშორისო ბირჟაზე მიმდინარეობდა და დიდ მოგებებსაც ჰპირდებოდნენ.

თუმცა, საბოლოოდ, მოგების ნაცვლად მათ ყველაფერი დაკარგეს - მთელი ფული, რაც ამ კომპანიას მიანდეს. ათასობით ლარი მოპარეს თითოეულ ადამიანს, მაგრამ, რატომღაც, არცერთი მათგანი დღეს დაზარალებულად არ არის ცნობილი.

გამოძიება წლებია გრძელდება, საქმის გამომძიებლები იცვლებიან, პროკურორებიც - რაც საქმეს კი არ ეხმარება, პირიქით, უსასრულოდ აფერხებს და შედეგიც არა და არ ჩანს.

თაღლითობის ერთ მსხვერპლის ისტორია, რომელმაც დაკარგა ყველაფერი - ქონება, სახლი, სამსახური, დაენგრა ოჯახი. დარჩა მხოლოდ მანქანა. და უკვე სამი წელია მანქანაში ცხოვრობს.

ლაშა კვესელაძის რეპორტაჟი - "თაღლითობის მსხვერპლი"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი