
მეტროში, საბურთალოს ხაზი დროებით გაჩერებულია. როგორც "მთავარ არხს" სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მეტროში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა შეიქმნა, ამიტომ საბურთალოს ხაზი დროებით გაჩერდა.
რაც შეეხება პირველ ხაზს, ამ დროისთვის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ჩვეულებრივ რეჟიმში ემსახურება.