"გარდაქმნა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა რევოლუციურად" - მეუფე იაკობის გეგმები ნინოწმინდის პანსიონზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვაქვს შეთანხმება, რომელსაც ევროკავშირიც ეთანხმება, ასევე UNICEF, როგორც გვეწერა ეს გარდაქმნა უნდა მოვახდინოთ ევოლუციურად და არა რევოლუციურად", - ასეთ განცხადებას აკეთებს, ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი, ნინოწმინდის პანსიონის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ.

მისი თქმით, აღმზრდელების რაოდენობის შემცირება საჭიროების მიხედვით გადაწყდება:

"ბავშვების საუკეთესო ინტერესებს [დაცვას] რამდენი აღმზრდელიც სჭირდება, იქნება იმდენი. თქვენ ამაზე რატომ ნერვიულობთ?! აქ იმისთვის ვარ, რომ შევისწავლო ყველა საკითხი და მივხედო ყველა საკითხს. მე შემოვედი, რომ აქ გავეცნო სიტუაციას და ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინო, სოციალური მუშაკები მუშაობენ აქ და სრული ნდობა აქვთ. სოციალური მუშაკები სახელმწიფოს წარმოადგენენ და ზედმეტი აჟიოტაჟი საჭირო არ არის", - ამბობს იაკობი.

ნინოწმინდის პანსიონში დღეს ჟურნალისტებიც შეუშვეს  -  "გაგიღეთ [კარი] ღიაა", - თქვა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით,  კარი ღია მაშინ იქნება, როდესაც "თავად ჩათვლის საჭიროდ და როცა იქ იქნება". 

მეუფე იაკობის განცხადებით, ის გააგრძელებს მეუფე სპირიდონის მიერ დაგეგმილ პანსიონის რეორგანიზაციის პროცესს და ფიქრობს, რომ "ძალიან კარგადაც გამოუვა". 

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი