
"ჩემს პოზიციას დავასახელებ ცალსახად, რომ იქ [ნინოწმინდის პანსიონში] უნდა შესულიყო, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი. ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა და უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს. ეს არის ჩემი პოზიცია. ეს არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმას, რომ სახალხო დამცველის არშეშვება იძლევა თუ არა იქ სპეცოპერაციის ჩატარების ან პანსიონის დახურვის საფუძველს, არ იძლევა სამართლებრივად"...
- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან".