პირადი გადაწყვეტილებები და გახარჯული მილიონები | "მაგთი" კახა ბექაურს უპირისპირდება და რეაგირებისთვის პარლამენტს მიმართავს

გამოქვეყნდა:

პირადი მოტივებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები, საკუთარი შეხედულებებით გახარჯული მილიონები და მიწასთან გასწორებული კომუნიკაციების სფერო -  მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს ამჯერად მობილური კავშირგაბმულობის გიგანტი, "მაგთიკომი" უპირისპირდება და რეაგირებისთვის საქართველოს პარლამენტს მიმართავს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, სწორედ კახა ბექაურის ერთპიროვნულმა გადაწყვეტიულებებმა და უკანონო რეგულაციებმა განაპირობა, რომ ამ დარგში ინვესტიციები დღეს თითქმის აღარ შემოდის. ირკვევა, რომ ბოლო გადაწყვეტილებებით, მარეგულირებელი კომისიის თავმდჯომარე, რომელიც მედია ცენზორისა და ოპოზიციური ტელევიზიების დამსჯელის ფუნქციას იღებს ხოლმე თავის თავზე, ახლა უკვე მობილური კომპანიების ფინანსებშიც ერევა.

კერძოდ, ბექაურის გადაწყვეტილებით მობილურმა კომპანიებმა საკუთარი ანძები ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა დაუთმოს იმ პირობებით, რომელსაც სწორედ ბექაური დაადგენს და არა კერძო ბიზნესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი