"რომ გავიზრდები, ჩემი ყველა ოცნება რეალობად უნდა ვაქციო" | 13 წლის ნიკოლოზი საზოგადოების დახმარების მოლოდინშია

გამოქვეყნდა:

ცხოვრება უმძიმესი დიაგნოზით. 13 წლის ნიკოლოზის გადარჩენის ერთადერთი გზა თირკმლის გადანერგვის ოპერაციაა, რომელიც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამის შესაძლებლობა ოჯახს არ აქვს.

ნიკოლოზ აბრამიშვილის საკითხი პარლამენტშიც განიხილებოდა, თუმცა დახმარების მოლოდინში მყოფი რუსთაველი მოზარდისთვის "ოცნების" მაჟოპრიტარი დეპუტატის განცხადება განაჩენს გავდა - ნინო ლაცაბიძემ გადაწყვეტა, რომ ბავშვს ამ ეტაპზე სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება.

13 წლის ნიკოლოზს ახლა საზოგადოების იმედი აქვს, რამდენიმე თვეა, ოჯახი თანხის შესაგროვებლად ყველა გზას მიმართავს, ამ დრომდე შეგროვებული თანხით ოჯახმა მხოლოდ ადგილზე ჩატარებული მკურნალობები შეძლო, რისთვისაც თავად ნიკოლოზი თითოეულ ადამიანს განსაკუთრებულ მადლობას უხდის.

გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი: "ცხოვრება უმძიმესი დიაგნოზით"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი