ქუთაიში მცხოვრებ დევნილებს, საცხოვრებელი სახლების დატოვებას მუქარით აიძულებენ. ხელისუფლებამ, ქუთაისში, ლიცეუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების გასახლება გადაწყვიტა, ოკუპირბეული აფხაზეთიდან დევნილები ამბობენ, რომ კორპუსში სადაც ისინი წლებია ცხოვრობენ, ადგილობრივი ხელისუფლება შენობის რეაბილიტაციას გეგმავს, ოჯახები კი ქირით უნდა გადაიყვანონ.
ადგილობრივები დარწმუნებული არიან, რომ რეაბილიტაციის შემდეგ მათ უკან არ დააბრუნებენ და საცხოვრებელის გარეშე დარჩებიან.
"აქ დარჩენილი 5 ოჯახი ვართ პასუხის გარეშე, მოვითხოვთ დევნილთა სამინისტროსგან აიღოს ჩვენზე პასუხისმგებლობა. მერის მხრიდან მუდმივად ხდება ზეწოლა და მუქარა, ძალოვნებით გვემუქრებიან, რომ ჩვენ ამ შენობას დაგვატოვებინებენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მერიის საბინაო სამსახურის უფროსი, ჯონი არაბიძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ დევნილები ბინებით ისევ დაკმაყოფილდებიან.
ოჯახები ამბობენ, რომ ბინებს მანამდე არ დატოვებენ, სანამ დევნილთა სამინისტრო მათ არ დააკმაყოფილებთ.