ყველა უკანონოდ დაკავებულის საკითხი აქტიურად განიხილება - სუს-ის დაპირებები

გამოქვეყნდა:

როგორც ლაშა ხეთერელი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან, ანალოგიურად მოხდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაც - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ლაშა ხეთერელის გათავისუფლების შემდეგ.

ხეთერლი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზეა. მას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი საბედაშვილის თქმით, უკანონოდ დაპატიმრებული პატიმრების გასათავისუფლებლად ქართული მხარე სხვადსხვა ფორმატებში აქტიურად მუშაობს.

"ყველა უკანონოდ დაკავებული პირის საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც ლაშა ხეთერელი გათავისუფლდა უკანონო პატიმრობიდან, ანალოგიურად მოხდება უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაც",- თქვა გიორგი საბედაშვილმა.

ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებულ, ლაშა ხეთერელს, შარშან საოკუპციო რეჟმმა ერთწლიანი პატიმრობა შეუფარდა, რომელიც სწორედ დღეს ამოიწურა. ოკუპანტებმა ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს ხელისუფლებას ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს

ცხინვალის ციხეში ამ დროისთვის საქართველოს 2 მოქალაქე რჩება. გენადი ბესტაევი, რომელსაც 3-წლიანი სასჯელი აქვს მისჯილი და  ზაზა გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმმა 12 წელი მიუსაჯა.

გამოგონილი ბრალდების მოხსნას ითხოვს გახელაძის ოჯახი, რომელსაც უკვე 1 წელია ზაზას გათავისუფლებას პირდება ხელისუფლება, თუმცა ჯერჯერობით დაპირება დაპირებად რჩება. გახელაძეებმა პროტესტის ნიშნად, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაც დააანონსეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი