"გულითადი საუბარი კრიტიკის გარეშე" - შეთანხმება ომბუდსმენსა და ეპისკოპოსს შორის

გამოქვეყნდა:

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კეთილგანწყობის დასადასტურებლად მეუფე იაკობმა ნინო ლომჯარიას წმინდა ნინოს ხატი გადასცა.

რამდენიმე შეთანხმება უკვე შედგა -  ომბუდსმენს ნინოწმინდის პანსიონში თითქმის სამი წლის შემდეგ პირველად შეუშვებენ და ბენეფიციარებიც მცირე ტიპის დაწესებულებებში გადანაწილდებიან, რომელიც წლის ბოლოს აშენდება. დაწესებულების ახალმა ხელმძღვანელმა ისიც აღიარა, რომ თანამშრომლები პანსიონიდან გაათავისუფლა, რადგან ისინი აქ მუშაობას არ იმსახურებდნენ.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ ახალი მცირე ტიპის შენობები ნინოწმინდაშივე აშენდება, თუმცა რა სახსრებით არ აკონკრეტებს. სავარაუდოდ, უკვე არსებობს შეთანმხება ხელისუფლებასთან რომ საპატრიარქოს დამატებით ახალი მიწები გადაეცემა და პანსიონის მშენებლობაც დაფინანსდება.

მმართველ გუნდში კითხვას, დააფინანსებენ თუ არა ახალ პროექტს ირონიით პასუხობენ და თან ამტკიცებენ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლოს ჩავა და იმ 19 აღსაზრდელს შეხვდება, რომლებიც ამ დრომდე დაწესებულებაში რჩებიან.

დაისჯებიან თუ არა მეუფე იაკობის გათავისუფლებული აღმზრდელები, ან დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ყოფილ ხელმძღვანელს მეუფე სპირიდონს ამ დრომდე უცნობია. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი