
"თბილისი პრაიდი" 17 მაისს, სოლიდარობის ნიშნად თბილისის ანძის, ლგბტ დროშის ფერებში განათებას ითხოვს. გადაწყვეტილება ამ მოთხოვნაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ უნდა მიიღოს.
იმედი გვაქვს, რომ კალაძე, თბილისის მერია სხვა გადაწყვეტილებას მიიღებს. ანძის განათება არავისთვის საზიანო არ არის და არის მარტივი პროცედურა, - განაცხადა Tbilisi Pride-ს დამფუძნებელმა თაბაგარმა.
17 მაისის მოახლოებათან ერთად, გააქტიურდნენ რადიკალური ჯგუფებიც. "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ანძა ლგბტ დროშის ფერებში ვერ განათდება.
მე მითქვამს - 17 მაისს თბილისის ანძას ლგბტ ფერებში ვერ გაანათებთ !!! თუ როგორ ??? ეს “ქართულმა მარშმა” იცის !!! ამიტომ არც კი გაბედოთ ამ საკითხის განხილვა !!!“ - წერს ბრეგაძე.
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ,17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებულ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვა. ინფორმაციას Tbilisi Pride-ს დამფუძნებელი, გიორგი თაბაგარი ავრცელებს.
სამწუხაროა, ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ არ შეცვალა თავისი მიდგომები და დამოკიდებულებები წლების განმავლობაში და გვაჩვენა, რომ მისთვის ლგბტ ადამიანის უფლებები არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, ალბათ, როგორც სხვა უფლებები , - ამბობს თაბაგარი.