მეექვსე დღეა პოლონეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

გამოქვეყნდა:

უკვე მეექვსე დღეა, პოლონეთის დედაქალაქში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს ეძებენ. 26 წლის დიტო ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბოლო კონტაქტი ბიჭთან გასულ კვირას ჰქონდათ, მისმა მეგობრებმა კი ახალგაზრდა უცხო ავტომობილში ჩაჯდომისას ნახეს. მას თან არ აქვს არც ტანსაცმელი და არც პირადი დოკუმენტები.

ოჯახი ძებნის ოპერაციაში დახმარებას ითხოვს. ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს პოლიციას და საქართველოს საელჩოს პოლონეთში.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი