სახალვაშოში, 10 დღის წინ რეაბილიტირებული გზა უკვე ჩაინგრა

გამოქვეყნდა:

ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოფელ სახალვაშოს მოსახლეობა სასოფლო გზაზე ვერ გადაადგილდება. 10 დღის წინ რეაბილიტირებული გზა უკვე ავარიულია, ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 100 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა გადაადგილება ვერ ხერხდება. 

აქციაზე დღეს იმ კომპანიის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც სამუშაოები შეასრულა. როგორც ხელმძღვანელი ამბობს, მათ ის სამუშაო შეასრულეს, რაც პროექტში იყო.

ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა ახლადრეაბილიტირებულ და უკვე დაზიანებულ გზას.

ავტორი თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი