არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთვის" [TI] ახალ კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ დარღვევებზე ნასამართლევი 4 პირი ისევ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს და მილიონობით ლარს იღებს. მათ 2014-2021 წლებში, 80 სახელმწიფო შესყიდვიდან 7 422 197 ლარი მიიღეს.
საუბარია ნოდარ ბალახაშვილზე, თამაზ პეტაშვილზე, დავით ჩაჩანიძეზე და გურამ ფარცხალაშვილზე.
ნოდარ ბალახაშვილი 2014-2018 წლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯერ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი იყო, შემდეგ ამავე საკითხებში მერის მრჩეველი. ასევე მასნ ჰქონდა საპროექტო კომპანია შპს "მშენსერვის 2012"-ის 100%-იანი წილი, რომელიც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მის სიძეს გადასცა.
2018 წლის თებერვალში, ბალახაშვილს გამამტუნებელი განაჩენი გამოუტანეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლით წარიმართა, რაც გულგრილობით გათვალისწინებულ დანაშაულს გულისხმობს. თანამდებობის დატოვებიდან მალევე, ბალახაშვილმა "მშენსერვისი 2012" დაიბრუნა და ინდ. მეწარმედ დარეგისტრირდა
2018-2020 წლებში, ნოდარ ბალახაშვილმა სულ 21 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებები 129 552 ლარზე გაუფორმდა. აქედან 16 შესყიდვისთვის ახალციხის მერიიდან 102 755 ლარი დაერიცხა.
რაც შეეხება თამაზ პეტაშვილს, ბალახაშვილის მსგავსად ისიც იგივე საქმეზე მისცეს პასუხისგებაში. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ყალბი საანგარიშგებო დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს, თამაზ პეტაშვილს გამამტყუენებლი განაჩენი გამოუტანა.
პეტაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან მესამე ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებამდე, 2018-2020 წლებში, შპს „მესხეთავტოგზამ“ 6 ტენდერი მოიგო და 3 055 565 ლარი დაერიცხა. თამაზ პეტაშვილი 33%-იან წილს ფლობს კიდევ ერთ სამშენებლო კომპანიაში, შპს „ოცხეში“, რომელმაც ამავე პერიოდში მოიგო 7 ტენდერი და მიიღო 511 665 ლარი. ჯამში, პეტაშვილის ორივე კომპანიას, სამ წელში, 13 სახელმწიფო შესყიდვით, ხელშეკრულებები 3 567 230 ლარზე გაუფორმდა.
კიდევ ერთი პირი დავით ჩაჩანიძე, 2018 წლის თებერვალში, ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის გაასამართლეს. მან სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული აღიარა და საპროცესო გარიგებაზეც დათანხმდა.
ჯამში, ბიუჯეტის ფულის მითვისებისთვის მსჯავრდებულმა დავით ჩაჩანიძემ, სამ წელში 24 სახელმწიფო შესყიდვით 1 807 531 ლარი მიიღო.
რაც შეეხება გურამ ფარცახაშვილს, ის 2014 წლის აპრილში, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 182-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 33 400 ლარის მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.
ფარცახაშვილის პასუხისგებაში მიცემიდან, 2014 წლის აპრილიდან 2021 წლის თებერვლამდე, შპს "სამცხე - XXI"-მ 18 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, ჯამში, 1 849 410 ლარზე.
ჯამში, 33 400 ლარის მითვისებაში მსჯავრდებულმა ფარცახაშვილა, 2014-2021 წლებში 22 სახელმწიფო შესყიდვით, 1 937 884 ლარი მიიღო.
"კორუფციისთვის გასამართლებული პირების მიერ სახელმწიფო შესყიდვებით მილიონობით ლარის მიღება ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს", - წერს ორგანიზაცია.
რეკომენდაციები: