ბოჭორიშვილში ახალი პაციენტების უმრავლესობა ბოლნისის კლასტერს განეკუთვნება

გამოქვეყნდა:

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში COVID 19-ის დიაგნოზით ექვსი ახალი პაციენტი შეიყვანეს. მათი უმრავლესობა ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნება.

კლინიკაში ერთი პაციენტი საკარანტინე ზონიდანაც გადაიყვანეს. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის, ინფორმაციით, ახალ პაციენტებს შორის სამი არასრულწლოვანია.

ბოქსირებულ სექტორში არის 65 პაციენტი. COVID-19-ის დიაგნოზის მქონე არის 56. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 10. ექვსი ახალი პაციენტი გადმოყვანილია დადასტურებული დიაგნოზით. მათგან 5 არის ბოლნისის კლასტერი, ერთი კი კარანტინიდან გადმოიყვანეს. 3 მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც საშუალო სიმძიმის. 2 მოზრდილი გამოჯანმრთელდა, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 671-მდე გაიზარდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 393-ს შეადგენს.

COVID 19-ის სტატისტიკა საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 671
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 393
  • მათ შორის გარდაცვლილი - 12
  • კარანტინის რეჟიმში - 3873
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 3
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი