"ვიმედოვნებ, პირველი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს და გადავალთ ჩვეულ რეჟიმში", - ეს განცხადება საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, გააკეთა.
ლევან რატინის თქმით, უკვე რამდენიმე დღეა, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ მიუღიათ. რაც შეეხება, საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში ორი პაციენტი რჩება.
რეანიმაციაში რჩება ორი პაციენტი, ერთის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი პაციენტი, რომელიც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, რჩება მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, როგორც ნაყოფის, ისე ქალბატონების მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით პირველად პასუხებს მათთან, - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევები 671-მდე გაიზარდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც და 393-ს შეადგენს.