20 ივნისს, გავრილოვის ღამიდან ერთი წლის შემდეგ, მოძრაობა "სირცხვილია" პარლამენტთან აქციის ჩატარებას გეგმავს, თუმცა, ამ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
სამოქალაქო აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ მერია პროცესებს განზრახ აჭიანურებს იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა პროტესტის გამოხატვა ვერ შეძლონ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თბილისის მერიამ 21 იანვარს შემოღობა და სამუშაოები ორი თვის წინ უნდა დასრულებულიყო.
"სირცხვილია"-ს წევრები მზად არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და კახა კალაძეს მიმართავენ, მისცეს ახალგაზრდებს უფლება, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები თავად დაასრულონ.