ხმაური ბობოყვათში | მიწების გაყიდვის გასაპროტესტებლად დემონსტრანტები ბათუმში გადაინაცვლებენ

გამოქვეყნდა:

ბობოყვათში აქციის მონაწილეებმა ქობულეთის პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. 10 დაკავებულიდან 2 მონაწილე ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე გადაიყვანეს.

დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხმაური და დაპირისპირება იყო სოფელ ბობოყვათში, სადაც ადგილობრივებს რამდენიმე წუთის განმავლობაში რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილი ჰქონდათ და გაჩერებული ჰყავდათ თბილისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი. რკინიგზის მაგისტრალი პოლიციამ ძალის გამოყენებით გახსნა, დაპირისპირების შედეგად კი აქციის 10-მდე მონაწილეა დაკავებული.

ადგილობრივები ბობოყვათში მიწების აუქციონის წესით გასხვისებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ეს მიწები მათი მათს წინაპრებს ეკუთვნის. 

"სამართლიანად ვითხოვთ ჩვენს მიწა-წყალს და ქობულეთის პოლიციამ იძალადა ჩვენზე",- ამბობს აქციის მონაწილე. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი ქობულეთის შენობიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში წასვლასა და აქციის გაგრძელებას გეგმავენ. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი