დიდი ბიზნესგარჩევა თბილისში ხელისუფლებასთან დაახლოებულ კლანებს შორის და კრიმინალური ტრადიციების თანახმად. გარჩევის მთავარი მონაწილე ისევ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. თუმცა მეორე მხარესაც გავლენიანი ბიზნესჯგუფი დგას - უზბეკეთში მოღვაწე დიმიტრი აბდუშელიშვილის სახით, ვისი ძმაც ცოტა ხნის წინ იმავე ქვეყანაში ელჩად დანიშნეს.
დავა ერთი შეხედვით წვრილმანი საქმიანი გაუგებრობის გამო დაიწყო. მაგრამ, რეალური მიზანი, როგორც ჩანს, საერთაშორისო გადაზიდვებზე კონტროლის მოპოვებაა. როგორც ჩანს, ამ მიმართულებითაც ფარცხალაძის ჯგუფს მადა გაეხსნა და კონკურენტებისთვის ჭკუის სწავლება ქუჩური მეთოდებით გადაწყვიტა. საქმე ისე გართულდა, რომ მათივე ენაზე რომ ვთქვათ - ამბავი ბიძინა ივანიშვილის კარამდე ავიდა.
ქეთა ციცქიშვილის რეპორტაჟი: "გარჩევები ქალაქში"