2 წელი გავრილოვის ღამიდან - რუსთაველზე აქტივისტებმა აქციისთვის მზადება დაიწყეს. აქცია პარლამენტთან 18:00 საათზე გაიმართება.
აქტივისტები ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ანტისაოკუპაციო აქციის დარბევა არავის უნდა ეპატიოს
"6 საათზე საქართველოს პარლამენტთან, ერთად დავიცვათ ეროვნული ღირსების დღე" - ამბობს აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორი მზადება 20 ივნისის აქციისთვის
"იქ რომ არ ვყოფილიყავი როგორ ც ჟურნალისტი ჩემი მოვალეობის შესასრულებლად, აუცილებლად ვიდგებოდი როგორც ამ ქვეყნის ერთ ერთი მოქალაქე" - ამბობს ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელიც ერთ-ერთი დაშავებულია სპეცრაზმელის ტყვიით, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს და არც პასუხი კითხვაზე, ვინ, ვისი ბრძანებითა და რატომ ესროლა სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას.
2 წლის წინ, 2019 წლის 20 ივნისს "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მშვიდობიანი, ანტისაოკუპაციო აქცია გაფრთხილების გარეშე დაარბია. აქციის მონაწილეების დასაშლელად სპეცრაზმმა ცხოველისთვის განკუთვნილი ტყვიები, რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
აქცია საქართველოში რუსული დელეგაციის შემოშვებას, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და მისთვის წითელი ხალიჩის დაგებას მოჰყვა.