გორი-მეჯვრისხევის გზაზე, სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და არხში ჩავარდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში ერთი პირი იმყოფებოდა, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო. შემთხვევის შედეგად დაზიანდა გაზის მილი და რამდენიმე სოფლის ბუნებრივი აირით მომარაგება შეფერხდა.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, დაწყებულია გამოძიება.