ნიქოზელებისთვის ჩაკეტილი შემოსავლის წყარო | საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელს მატარებლის ხაზი გაუუქმეს

გამოქვეყნდა:

ბოლო გაჩერება ოკუპირებულ ტერიტორიამდე - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებობა ისედაც უმძიმესია და მუდმივ რისკთან არის დაკავშირებული.

ახლა კი ნიქოზის მოსახლეობა სასიცოცხლო მნიშვნელობის ხაზის გარეშეცაა დარჩენილი - მატარებელი, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში თბილისთან - ერთ დროს, ცხინვალთანაც აკავშირებდა. 

ცხინვალთან კონტაქტი დიდი ხანია გაწყდა, ახლა კი დაიკარგა კავშირი თბილისთანაც - კორონაპანდემიის პირველი ტალღის დროს, ანუ შარშან, სატრანსპორტო შეზღუდვებთან ერთად მატარებელიც გააჩერეს და მას შემდეგ აღარ აღადგენენ.

ნიქოზელებს ამ მატარებლით ჩამოჰქონდათ პროდუქცია თბილისში გასაყიდად და აქამდე ამით არსებობდნენ. ახლა ეს მწირი შემოსავლის წყაროც ჩაიკეტა და გაუსაღებელი პროდუქტი ადგილზე ლპება.

გურანდა ავალიანის სიუჟეტი - "გაუქმებული ბოლო გაჩერება"

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი