გორში, ველოსიპედით მოძრავ პირს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაშავებული ახალგაზრდა კაცია, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა და შესაბამისი სამედიცინო დახმარება ამ წუთებში უტარდება.
"მთავარის" ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე შსს-მ დაიწყო გამოძიება.