იყვნენ ტელევიზიები, ფლაგმანები, როცა მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ ემანდ შემოქმედი ხალხის საქმეში არ ჩაერიოო. შესაბამისად, გეტყვით, რომ - ემანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში და ყველა თეატრი თავად წყვეტს, რომელ საერთაშორისო ფესტივალში წავიდეს გასტროლით, ამას ქვია შემოქმედებითი თავისუფლება.
ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი სწორედ რუსეთის ფედერაციაა, ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი თავისუფალია....
ჩემი პოზიცია უკვე მოგახსენეთ, კულტურის სამინისტროში ცენზურა არ არსებობს.
ამბობს თეა წულუკიანი, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში გამგზავრებასთან დაკავშირებით.