პურის ფასი კიდევ 7 თეთრით მოიმატებს - ხელისუფლება სუბსიდირების პროგრამის გაგრძლელებას, 1-ლი
ივლისიდან აღარ აპირებს, რაც პურის ფასზე აისახება და ღირებულებას 5-დან 7 თეთრამდე გააძვირებს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, შესაძლოა, საბოლოო განაჩენი აღმოჩნდეს სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობისთვის, ვისთვისაც პური ხშირად ერთადერთი საკვებია.
"არ ვიცი რა გვეშველება... ძაან გვიჭირს, გაზიც გაძვირდა და ვერ ვიცხოვრებთ ასე" - ამბობენ მოქალაქეები.