მოძალადე პოლიციელების მორიგი მსხვერპლი. 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცს ორი სამართალდამცველი იმდენად სასტიკად გაუსწორდა, რომ ახლა ექიმები მის გადასარჩენად სრული მობილიზებით იბრძვიან. ტვინის შერყევა, ჩალეწილი ნეკნები, მოტეხილი ხელ-ფეხი - თორნიკე კაკაურიძის ასე სასტიკად ცემის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ მან კომენდანტის საათი დაარღვია.
მოძალადეები კი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილე და მისი თანამშრომელი არიან. სასტიკად ნაცემი ბიჭის ოჯახი ამტკიცებს, რომ მაღლჩნოსნები, რომლებიც თავდასხმის წინ რესტორნიდან გამოვიდნენ, უკიდურესად ნასვამები იყვნენ.
ავტორები: ნინო ღვედაშვილი, ირაკლი ვაჩიბერაძე