ზაზა გახელაძის ოჯახი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე, დღეს პრემიერი ღარიბაშვილი დატყვევებული ახალგაზრდის მამას - მიხეილ გახელაძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ის ადმინისტრაციაში მიიღო და პირისპირ ესაუბრა.
რა შინაარსის იყო ეს საუბარი გაურკვეველია, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება გახელაძეებს ზაზა გახელაძის სახლში დაბრუნებას 31 მაისამდე პირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ.
ზაზა გახელაძის ოჯახს ამ წუთებში გორისა და ატენის მეუფე ანდრია და კასპისა და სამთავისის მეუფე დამიანე ხვდებიან. შეხვედრამდე კომენტარი მათ არ გაუკეთებიათ.
დღემდე ყველაფერი უშედეგოა, შვილო, ჩვენი, აქციაც და სუყველაფერი.. დღეს ჩემი დათოს დაბადების დღეა, ხვალ ზაზასი. არ ვიცი, რა გითხრათ, თავგზა მებნევა, არაფერი აღარ ვიცი. ხვალ აქციასაც ვგეგმავთ, მაგრამ შედეგი რას ექნება, ეს უკვე მეორე საკითხია. თითქმის ერთი წელიწადია ვთხოვ ხელისუფლებას, ყველას ვთხოვ რომ ჩემი უდანაშაულო შვილი დაბრუნებულიყო, მაგრამ დღემდე შედეგი არაფერი არ არის და არ ვიცი. აღარც ლაპარაკის თავი მაქვს, აღარც დგომის და ყოფნის ძალა მაქვს და არ ვიცი, რა უკიდურეს ზომებს მივმართავ მართლა აღარ ვიცი.. ღმერთს მივანდეთ უკვე ჩვენი ბედი, რა იქნება, არ ვიცი, - ამბობს ზაზა გახელაძის დედა.
იხილეთ ასევე: