ქვეყანა სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა - საია-ს კვლევა საგანგებო მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის მიერ ერთპიროვნული და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული - "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დღეს 2020 წელს გამოცხადებული "საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის საქმიანობის შესახებ" კვლევის შედეგები წარადგინა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" აცხადებენ, რომ მთავრობა ეპიდემიის გამო აკრძალვებს ისე აწესებდა, რომ ხშირ შემთხვევებში სამართლებრივ და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს არ ითვალისწინებდა. 

მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა, პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც.

"საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა. მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა. პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც. დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული" - ნათქვამია კვლევაში

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ საკოორდინაციო საბჭოს არსებული ფორმით შემოღება იყო გაუმართლებელი, რადგან ქვეყანაში არსებობს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კრიზისების მენეჯმენტისთვის, ამის ნაცვლად კი ქვეყანა "სამედიცინო რეცეპტებით" იმართებოდა. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი